ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

დუბაიში მიმდინარე მთავრობათა სამიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე პროექტების შედეგები და მათი გაფართოების პერსპექტივები განიხილეს.

ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლების სფეროში არსებულ მრავალწლიან და წარმატებულ პარტნიორობას. გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ორმხრივი ურთიერთობები ხელს უწყობს ერთობლივი ხედვების ჩამოყალიბებასა და კონკრეტული შედეგების მიღწევას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანელი და ქართველი მასწავლებლების გადამზადებასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის განათლების მინისტრმა დადებითად შეაფასა ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა და ორი სამინისტროს სამუშაო ჯგუფების საქმიანობა. მან ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატა. 

მხარეებმა განათლების ყველა საფეხურზე პარტნიორობის გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე