ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაია კვიციანმა აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მისიის წარმომადგენლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა და მათი მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ მიმდინარეობა განიხილა.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროგრესზე და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს გამოწვევებსა და შესაბამის რეკომენდაციებზე, რომლებიც პროექტის წარმატებით  განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ბაია კვიციანის თქმით, სამინისტროს აზიის განვითარების ბანკთან მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს და ერთობლივ პროექტებს დიდი წვლილი შეაქვს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების, ხელმისაწვდომობის გაზრდისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაძლიერების პროცესში.

თავის მხრივ, აზიის ბანკის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს არსებული პარტნიორობის დინამიკა და პროექტების განხორციელების კუთხით თანამშრომლობის გაფართოების მზაობა გამოხატეს.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე