ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაია კვიციანმა I2Q პროექტის ფარგლებში სან-დიეგოს უნივერსიტეტის ექსპერტებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) კვლევითი ფონდის ექსპერტებს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი I2Q პროექტის ფარგლებში, ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობების შეჯამება და მიღწეული შედეგების განხილვა  იყო.

მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის შედეგები. შეხვედრაზე განიხილეს შესრულებული სამუშაოს ანგარიში და შემუშავებული მექანიზმების ქვეყნის მასშტაბით დანერგვის პროცესი.

ბაია კვიციანმა მადლობა გადაუხადა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.  მან  ხაზი გაუსვა თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რაც საფუძვლად დაედება სკოლამდელი განათლების ხარისხის გრძელვადიან ზრდას.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტთა გუნდის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნენსი ფრაიმ და პროფესორმა ჯეიმს მარშალმა ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრეს, მაღალი შეფასება მისცეს განხორციელებულ სამუშაოებს და გამოთქვეს მზადყოფნა, კვლავაც აქტიურად ჩაერთონ ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაში. 

შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის – „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (WB)“  ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე, განათლების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დუგლას ფიშერი, ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი თამარ ჭყონია და  სამინისტროს სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტის უფროსი  გიორგი არზიანი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე