ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ მახარაშვილი აფხაზეთის დრამატულ თეატრში მოსწავლეთა თეატრალურ წარმოდგენას დაესწრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი აფხაზეთის დრამატულ თეატრში სასკოლო პროექტის „გმირის დღის‘‘ ფარგლებში გამართულ მოსწავლეთა თეატრალურ წარმოდგენას დაესწრო, რომელიც გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრებას ეძღვნებოდა.

საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი, საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კომისიის მიერ არის ინიცირებული და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ეროვნული გმირების გაცნობას და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას.

პროექტის კულტურული კომპონენტის ფარგლებში, თეატრალური წარმოდგენები ქვეყნის მასშტაბით იმართება.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე  გიორგი  ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები  და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე