ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლას ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლას ეწვია.

მინისტრმა სკოლის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა, არაფორმალური განათლების მიმართულებით მიმდინარე აქტივობებს გაეცნო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა,  რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს.

გივი მიქანაძის თქმით, ვეკუას სკოლა ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლებელია, რომელმაც საქართველოს ფიზიკისა და მათემატიკის დარგში მრავალი პროფესიონალი აღუზარდა და ამ ტრადიციას ღირსეულად აგრძელებს. მინისტრის განცხადებით, სკოლის ინფრასტრუქტურული განვითარება სამინისტროს პრიორიტეტია.

ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლაში არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით ფუნქციონირებს გამომგონებელთა კლუბი, რომელიც მოიცავს:  რობოტექნიკის, STEAM-ის,  „კრიტიკული აზროვნების‘‘ კლუბებს და სხვა. სასწავლებლის ბაზაზე ასევე ფუნქციონირებს შაბათის სკოლა და TV კლუბი, სადაც მოსწავლეები მათთვის საინტერესო თემებზე გადაცემებს ამზადებენ.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე