ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე - სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში სრულიად ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სიღნაღის  მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედს ესტუმრა, სადაც სტიქიის შედეგად დაზიანებული სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 

„ვესტუმრეთ სიღნაღის მუნიციპალიტეტის  სოფელ ერისიმედს, სადაც დავათვალიერეთ  სკოლის შენობა, რომელიც საჭიროებს მყისიერ რეაგირებას.  ეს სკოლა ჩვენ ჩასმული გვაქვს პრიორიტეტებში და მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინირებული თანამშრომლობით, დაიწყება მშენებლობა.

შედეგად, სოფელს სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათი შვილებისთვისა და პედაგოგებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ყველა ის პირობა, რომელიც   სრულფასოვანი სასწავლო პროცესის განხორციელებისთვისაა აუცილებელი,”- განაცხადა გივი მიქანაძემ.

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, სტიქიის შედეგად დაზიანებული სკოლა, ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს და  სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში მიმდინარეობს. 

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტების დელეგატი გია ბენაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე