ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაია კვიციანმა საქართველოში უნგრეთის საელჩოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოში უნგრეთის ელჩის მოადგილე სოფია კელემენთან ყოველწლიური სასტიპენდიო პროგრამის „Stipendium Hungaricum‘‘ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის მიმდინარეობა განიხილა. 

ბაია კვიციანმა უნგრულ მხარეს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სტუდენტებისთვის უცხოეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის მიცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, უნგრეთში გაცვლითი პროგრამა ქართველი ახალგაზრდებისთვის 10 წლის განმავლობაში წარმატებით ხორციელდება და კონკურსში მონაწილეობის მსურველთა მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო „Stipendium Hungaricum‘‘-ის მეტად ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სტუდენტებისთვის შეთავაზებული სერვისების გაუმჯობესებისა და გაფართოების საკითხებს.

თავის მხრივ, სოფია კელემენმა ქართველი სტუდენტების მაღალ აკადემიურ მოსწრებას გაუსვა ხაზი და თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოხატა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნგრული კულტურისა და ენის მოწვეული ლექტორი არპად ელეში.

„Stipendium Hungaricum‘‘ 2016 წლიდან ხორციელდება როგორც ქართველი, ასევე უნგრელი ახალგაზრდებისთვის. სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს უნგრეთის მთავრობის მიერ საქართველოს 80-მდე მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთში საბაკალავრო, სამაგისტრო, ინტეგრირებული სამაგისტრო (OTM), სადოქტორო საფეხურების აკადემიურ პროგრამებზე, ასევე სემესტრულ გაცვლით პროგრამებზე და სასერტიფიკატო (Non-degree) კურსებზე სწავლის მიზნით.

საქართველოს მთავრობის მიერ კი უნგრეთის 10 მოქალაქის დაფინანსებას მოკლევადიან სასწავლო კურსებზე სწავლის ან კვლევითი ვიზიტის მიზნით საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებში.

დაფინანსება გულისხმობს როგორც სწავლის, ასევე სწავლის პერიოდში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე