ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ზვიად გაბისონია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა

უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და რეფორმით დაინტერესებულ ეთნიკური უმცირესობების ადგილობრივ წარმომადგენლებს შეხვდა.

ახალქალაქში გამართულ შეხვედრაზე ზვიად გაბისონიამ რეფორმის ძირითად მიმართულებებზე, მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის,  ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის „1+4” მიმართულებით.

ზვიად გაბისონიას განცხადებით, „1+4” პროგრამის განხორციელება გაგრძელდება და აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, გაიღრმავონ ქართული ენის ცოდნა და წარმატებით გააგრძელონ სწავლა საბაკალავრო პროგრამებზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი; საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სუმბატ კიურეღიანი; ახალქალაქისა და ნინოწმინდის დელეგატი სამველ მანუკიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე