ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ ლანჩხუთში სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები  და სისტემაში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო.

გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროგრამისა და სახელმძღვანელოების განახლებაზე, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფასა და განათლების ხარისხის ზრდის ხელშეწყობაზე.

ხაზი გაესვა სკოლასა და მშობელს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნული კავშირების გაძლიერების მხარდაჭერას.

შეხვედრაზე მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ მათთვის აქტუალური შეკითხვები როგორც სასკოლო ინფრასტრუქტურის, ისე სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და უნივერსიტეტებში მიღების წესის შესახებ. მინისტრმა თითოეულ საკითხზე ამომწურავად ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესებში მშობელთა აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებას.

მშობლებთან შეხვედრას  ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია,  სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე