ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაია კვიციანმა ფულბრაიტის პროგრამის წარმომადგენლებს უმასპინძლა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტის მოადგილე ბაია კვიციანი ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა პროგრამის მიმდინარეობა და სამომავლო პროექტები განიხილეს.  ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და პროგრამის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე.
ბაია კვიციანის თქმით, მისასალმებელია, რომ სამინისტრო ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის დახმარებით წლებია ქართველ ახალგაზრდებს საერთაშორისო განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. 
თავის მხრივ, ფულბრაიტის პროგრამის საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ხელძღვანელმა ჰარვი სერნოვიცმა და კულტურის ატაშე ივენ კალიმ  თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოთქვეს. მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ქართველი კურსდამთავრებულები ყოველთვის ბრუნდებიან საქართველოში და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საკუთარ ქვეყანას ახმარენ.  
შეხვედრას ესწრებოდნენ ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები. 
ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის საფუძველს 2016 წლის 6 ივლისს საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლების სფეროში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი წარმოადგენს.
მიმდინარე წლიდან პროგრამის თანადაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო განახორციელებს საერთაშორისო პროგრამებისა და ინტერნაციონალიზაციის სამმართველო. თანადამფინანსებლებს შორის არიან „საქართველოს ბანკი“ და „ჯორჯიან კაპიტალი“.
ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა სრულად აფინანსებს აშშ-ის უნივერსიტეტებში ყველა აკადემიური მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას, ასევე ფარავს როგორც საცხოვრებელ, ისე სამგზავრო ხარჯებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე