ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაია კვიციანმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა. 
შეხვედრაზე მხარეებმა არსებული  მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი  და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო მასშტაბური ერთობლივი პროექტების - „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა“  და  „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q”  მიმდინარეობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა I2Q პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროცესებზე, რომელთა მიზანს წარმოადგენს პროექტის განხორციელების შეფასება, მათ შორის ფინანსური მართვისა და შესყიდვების კომპონენტების მიმოხილვა, არსებული საკითხების განხილვა და შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება. 
მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ადრეული და ზოგადი განათლების (ECE) კომპონენტებში განხორციელებული საქმიანობს, SRP-ის დანერგვის პროცესი, ეროვნული შეფასების სისტემის განვითარება, STEAM პროგრამის გაფართოება, უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის დახვეწა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე