ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაია კვიციანმა პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე‘‘ ფარგლებში რუსთავში შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე‘‘ ფარგლებში, ქალაქ რუსთავის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან და მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.
ბაია კვიციანმა ყველა მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე ინიციატივებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პროექტი ,,საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე‘‘ ინკლუზიური სერვისების განვითარებასა და გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
პანელური დისკუსიის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიულ მხარდაჭერაზე, საგანმანათლებლო რესურსების ბავშვთა საჭიროებების მიხედვით ადაპტირებასა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე. 
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ფოკუს ჯგუფი, სადაც ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული ძირითადი გამოწვევები, მოსწავლეთა საჭიროებები და შესაბამისი მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების პერსპექტივები გამოიკვეთა.
პროექტი „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე‘‘  საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში მასწავლებლებთან, მშობლებთან და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან პანელური დისკუსიების გამართვას ითვალისწინებს. მიღებული უკუკავშირები და გამოკვეთილი საჭიროებები ინკლუზიური სერვისების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში ილია ჯალაღანიამ, რუსთავის მერიის, რუსთავის საკრებულოს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე