ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე სრულიად საქართველოსა და მართლმადიდებელ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სრულიად საქართველოს და მართლმადიდებელ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
“იესო ქრისტეს აღდგომა იმედის, სიყვარულისა და სიკეთის გამარჯვების სიმბოლოა. ეს დღე თითოეულ ჩვენგანს, გვმატებს ძალას, უკეთესი მომავლის რწმენითა და ერთმანეთისადმი თანადგომით, კიდევ
უფრო მეტი ძალისხმევით ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს გამთლიანებასა და გაძლიერებაზე.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს განსაკუთრებით ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს.
ეს დღესასწაული კიდევ ერთხელ გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ისეთი ღირებულებების ჩამოყალიბება, როგორებიცაა ურთიერთპატივისცემა, ერთობა და სოლიდარობა. განათლების სისტემაში ჩვენ სწორედ ეს ფასეულობები უნდა გავაძლიეროთ. მჯერა, ერთობლივი ძალებით გავაგრძელებთ ძლიერი სახელმწიფოს შენებას და დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ.
დღეს თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ უდიდეს დანაკლისს - კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარეშე აღვნიშნავთ აღდგომის დღესასწაულს. თუმცა, ამავდროულად, უდიდეს იმედს გვაძლევს იმაზე ფიქრი, რომ საქართველომ, ჩვენი უწმინდესის სახით, ზეციური მფარველი შეიძინა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ. ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა  და წარმატებებს გისურვებთ. დაე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულმა თითოეულ ოჯახში შეიტანოს სითბო, სიყვარული და კეთილდღეობა. ქრისტე აღდგა!” - ნათქვამია მინისტრის მილოცვაში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე