ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე გაეროს სათავო ოფისში ახალგაზრდობის საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს სათავო ოფისში გენერალური მდივნის მოადგილეს ახალგაზრდობის საკითხებში, ფელიპე პაულიერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. 
მინისტრმა გაეროს წარმომადგენელს ახალგაზრდობის სააგენტოს საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. 
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ECOSOC-ის ახალგაზრდობის ფორუმის მნიშვნელობასა და გლობალურ ახალგაზრდულ დიალოგში საქართველოს აქტიურ მონაწილეობაზე. 
საუბარი შეეხო 2026 წლის სამოქმედო გეგმას და კვლევას, რომელიც სამინისტრომ ახალგაზრდობის სფეროს საჭიროებების შეფასების მიზნით ჩაატარა. 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალგაზრდული
ინიციატივების მხარდაჭერა და ახალგაზრდობის ჩართულობა ქვეყნისთვის
მნიშვნელოვან პროცესებში საქართველოს მთავრობისთვის გამორჩეული პრიორიტეტია. ამ მიზნით, სააგენტო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, მათ შორის, ახალგაზრდულ ბანაკებს, საგრანტო კონკურსებს და მრჩეველთა საბჭოებს. 
გივი მიქანაძემ საერთაშორისო ბანაკებზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველო აზერბაიჯანთან და სომხეთთან თანამშრომლობით ახორციელებს. მისი თქმით, წელს ამ პროექტში თურქეთიც აქტიურად ჩაერთვება.
ახალგაზრდობის საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილემ მინისტრს მადლობა გადაუხადა გამოცდილების გაზიარებისთვის და ქართულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის სრული მზაობა გამოხატა. 
შეხვედრის დასასრულს ფელიპე პაულიერმა გივი მიქანაძე საერთაშორისო ფორუმზე მიიწვია, რომელიც ნოემბერში ნიუ-იორკში გაიმართება.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს სათავო ოფისში გენერალური მდივნის მოადგილეს ახალგაზრდობის საკითხებში, ფელიპე პაულიერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. 

მინისტრმა გაეროს წარმომადგენელს ახალგაზრდობის სააგენტოს საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. 

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ECOSOC-ის ახალგაზრდობის ფორუმის მნიშვნელობასა და გლობალურ ახალგაზრდულ დიალოგში საქართველოს აქტიურ მონაწილეობაზე. 

საუბარი შეეხო 2026 წლის სამოქმედო გეგმას და კვლევას, რომელიც სამინისტრომ ახალგაზრდობის სფეროს საჭიროებების შეფასების მიზნით ჩაატარა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და ახალგაზრდობის ჩართულობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში საქართველოს მთავრობისთვის გამორჩეული პრიორიტეტია. ამ მიზნით, სააგენტო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, მათ შორის, ახალგაზრდულ ბანაკებს, საგრანტო კონკურსებს და მრჩეველთა საბჭოებს.

გივი მიქანაძემ საერთაშორისო ბანაკებზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველო აზერბაიჯანთან და სომხეთთან თანამშრომლობით ახორციელებს. მისი თქმით, წელს ამ პროექტში თურქეთიც აქტიურად ჩაერთვება.

ახალგაზრდობის საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილემ მინისტრს მადლობა გადაუხადა გამოცდილების გაზიარებისთვის და ქართულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის სრული მზაობა გამოხატა. 

შეხვედრის დასასრულს ფელიპე პაულიერმა გივი მიქანაძე საერთაშორისო ფორუმზე მიიწვია, რომელიც ნოემბერში ნიუ-იორკში გაიმართება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე