ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაია კვიციანმა ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, კუმარ მიშრასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და ერთობლივ სამომავლო პროექტებზე იმსჯელეს.

 

საუბარი შეეხო სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც განათლების სფეროში ორ ქვეყნას შორის მუდმივ კომუნიკაციას უზრუნველყოფს.

 

ბაია კვიციანმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა. მინისტრის მოადგილემ ინდოეთის მხარესთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

თავის მხრივ, კუმარ მიშრამ მადლობა გადაუხადა ბაია კვიციანს მასპინძლობისთვის და როგორც გაცვლითი, ისე სასტიპენდიო პროგრამების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

 

შეხვედრის დასასრულს მხარეები ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერაზე შეთანხმდნენ, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაზე, ასევე კვლევით დაწესებულებებსა და სამეცნიერო საზოგადოებებს შორის სამომავლო პარტნიორობის ხელშეწყობაზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე