ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელთან საქართველოში არტურ გებალთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.

გივი მიქანაძემ საელჩოს ხელმძღვანელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ძირითად მიმართულებებზე.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის როგორც პროფესიული, ასევე სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებებით კავშირების გაღრმავებას და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს, მათ შორის, ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების პარტნიორობის გაფართოების საკითხზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავების მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე