ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინკლუზიურ განათლებაზე საჯარო დიალოგი ონსა და ცაგერში გაიმართა

პროექტი „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ გრძელდება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა მორიგი შეხვედრები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონსა და ცაგერში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა პანელური დისკუსიის ფარგლებში ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სისტემის შემდგომი განვითარების გზებზე იმსჯელეს.
დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული სერვისების ეფექტიანობა, სკოლამდელი, სასკოლო და სკოლისშემდგომი განათლების მიმართულებით არსებული შესაძლებლობები, ინკლუზიური განათლების მიწოდების პროცესში ჩართული სპეციალისტების მხარდაჭერა და სისტემური გამოწვევები. 
მონაწილეებმა იმსჯელეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
აღინიშნა, რომ საჯარო დიალოგში მშობელთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მათი მოსაზრებები სერვისების გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მათი მხარდაჭერისთვის სამინისტრო პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად 6 მუნიციპალიტეტში „პოზიტიური მშობლობის" სესიებს ჩაატარებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა ფოკუს ჯგუფი და მონაწილეებს კონკრეტული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და თავიანთი იდეების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ქალაქ ონსა და ცაგერში ჩატარებულ შეხვედრებს ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე