ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე რუსთავში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
 
მინისტრმა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობასა და რეფორმის განხორციელების პროცესში მათი მხარდაჭერის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. მან დეტალურად მიმოიხილა რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი და ის ინიციატივები, რომლებიც ეტაპობრივად განხორციელდება. 
 
გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქალაქ რუსთავის განვითარების ხელშეწყობაზე, რომელიც თანამედროვე სტანდარტების საუნივერსიტეტო ქალაქად გარდაიქმნება. 
შეხვედრის დასასრულს მშობლებმა მინისტრს კითხვები დაუსვეს და მათთვის აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
მშობლებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ, რუსთავის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე