ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ზვიად გაბისონიამ დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა , სადაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე დარგის ექსპერტებმა, დაზღვევის პოპულარიზაციის მხარდაჭერასა და ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
სიტყვით გამოსვლისას ზვიად გაბისონიამ სამინისტროსა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს შორის მიმდინარე ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებსა და დამატებითი მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა, განსაკუთრებით სახელმძღვანელოების მიმართულებით. მისი თქმით, ახალგაზრდებში ფინანსური წიგნიერების განვითარება და ადრეული ასაკიდან დაზღვევის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანესია.
ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, 2 მაისს საქართველო დაზღვევის დღეს აღნიშნავს, ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ყოველწლიურად, დაზღვევის კვირეულს მართავს. კვირეულის ფარგლებში, რეგიონებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმართება  საინფორმაციო შეხვედრები. ინიციატივის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დაზღვევის მნიშვნელობის უკეთ გააზრება და ფინანსური განათლების ხელშეწყობა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე