ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ მახარაშვილმა ინოვაციური სწავლების თემაზე გამართული კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ინოვაციური სწავლების თემაზე გამართული კონფერენციის –  „5ExLC 2026“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციას IB მსოფლიო სკოლების კავკასიისა და ცენტრალური აზიის ასოციაციის (CCAAIBWS) წევრი – „ევროპული სკოლა‘‘ მასპინძლობს. 
ღონისძიება, რომელშიც  მონაწილეობენ განათლების სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ლიდერები, მიზნად ისახავს თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების განხილვასა და ინოვაციური სწავლების კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. 
თამარ მახარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით, მსგავსი კონფერენციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „ევროპული სკოლის‘‘ მიღწეულ წარმატებაზე, რომელიც როგორც ეროვნულ ღირებულებებს, ასევე საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება.
კონფერენცია 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მის ფარგლებში გაიმართება – პანელური დისკუსიები, სამუშაო შეხვედრები და პრაქტიკული სესიები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ სწავლების თანამედროვე მიდგომებს და განიხილონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ექსპერიმენტული სწავლება, განათლებაში ტექნოლოგიების ინტეგრაცია და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მოდელები.
კონფერენციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის სკოლებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების თანამშრომლები, მასწავლებლები და განათლების ექსპერტები, მათ შორის საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის (IB), საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) და ახალი ინგლისის სკოლებისა და კოლეჯების ასოციაციის (NEASC) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე