ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ ახმეტის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ძირითადი მიმართულებები გააცნო.

მინისტრმა რეფორმების ეფექტიანად განხორციელების კუთხით განსაკუთრებული ყურადღება სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა.

საუბარი შეეხო განათლების სისტემაში განსახორციელებელ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებს.

შეხვედრის ფარგლებში მშობლებმა მინისტრს მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე კითხვები დაუსვეს, რაზეც დეტალური და ამომწურავი განმარტებები მიიღეს.

მშობლებთან გამართულ შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე