ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.

მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ და ამ მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო გეგმებზე.

გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე როგორებიცაა, სასწავლო რესურსების გაუმჯობესება, სასკოლო ფორმების შემოღება, აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის შესაძლებლობა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და მშობლებს საშუალება მიეცათ, მათთვის მნიშვნელოვან თემებზე მინისტრისგან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

შეხვედრაში მონაწილეობა მოიღეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე