ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სამეცნიერო გამოცდილების გაზიარებას, ასევე სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობის საკითხებს.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებული შეთანხმებების განხორციელებისა და მათ ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე.

დოვლეტმირატ სეიტმამედოვმა მადლობა გადაუხადა მინისტრს მასპინძლობისთვის და დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა პარტნიორობის გაფართოებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოხატეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე