ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაია კვიციანმა საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ თურქ ახალგაზრდებს უმასპინძლა

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ახალგაზრდობის სფეროში გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, თურქი ახალგაზრდები სასწავლო ვიზიტით საქართველოს ესტუმრნენ. ახალგაზრდებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა უმასპინძლა.
მინისტრის მოადგილემ ორ ქვეყანას შორის ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი გაცვლითი პროგრამები ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას, კულტურული დიალოგის განვითარებასა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას.
ვიზიტის ფარგლებში თურქი ახალგაზრდებისთვის გაიმართება შეხვედრები ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და მრჩეველთა საბჭოების წევრებთან. ამასთან, მათ შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ ახალგაზრდული სივრცეები და ესტუმრონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU). გარდა ამისა, დაგეგმილია სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი აქტივობა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდობის სააგენტოსა და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა.
მიმდინარე წელს ქართველი ახალგაზრდები იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციას თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივი ახალგაზრდული ცენტრების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე