ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ზვიად გაბისონიამ უმაღლესი განათლების საერთაშორისო სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ უმაღლესი განათლების საერთაშორისო სამიტში – „QS Higher Education Summit: Europe 2026‘‘.
ზვიად გაბისონიამ სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით: „უმაღლესი განათლება – ქვეყნის სტრატეგიული რესურსი‘‘ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოში უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ზვიად გაბისონიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით უმაღლესი განათლების სისტემაში ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მნიშვნელობაზე.
დისკუსიის მონაწილეებმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, ინვესტიციების მოზიდვისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის კუთხით უმაღლესი განათლების როლზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ეროვნული უმაღლესი განათლების სისტემების საერთაშორისო ცნობადობისა და რეპუტაციის გაძლიერება; ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისა და მკვლევრების მოზიდვისა და შენარჩუნების პოლიტიკა; ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული და მწვანე ტრანსფორმაციის მხარდაჭერის მექანიზმები.
„QS Higher Education Summit: Europe 2026‘‘ მიზნად ისახავს იმ სტრატეგიებისა და მიდგომების განხილვას, რომლებიც უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა გლობალურ აკადემიურ სივრცეში პოზიციონირებისა და კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად უნდა გამოიყენონ. ამასთან, სამიტი წარმოადგენს საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს უმაღლესი განათლების სისტემების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.
QS უმაღლესი განათლების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც უნივერსიტეტების საქმიანობის შეფასებასა და ანალიზს ახორციელებს, ადგენს გლობალურ რეიტინგებს და აქვეყნებს ინფორმაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური, სამეცნიერო და ინსტიტუციური მიღწევების შესახებ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე