ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ტურიზმის სექტორსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ რიგით მე-6 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში – „ტურიზმი და განათლება“.
ბაია კვიციანმა სიტყვით გამოსვლისას ტურიზმის განვითარების მიმართულებით პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თქმით, სახელმწიფო დაინტერესებულ პირებს ტურიზმის დარგში მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს, რომლებიც თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია.
კონფერენციის ფარგლებში ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში უნარების საჭიროების კვლევის ანალიზის პრეზენტაცია ჩატარდა. ამასთანავე, გაიმართა პანელური დისკუსია და ვორქშოპი, სადაც მონაწილეებმა ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის უნარების განვითარების მიმართულებით ერთობლივი სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კოლეჯებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე, დამსაქმებლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე