ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე და ზურაბ პატარაძე შუახევში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია. 
მინისტრსა და მთავრობის თავმჯდომარეს უმასპინძლა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა გააცნო მეუფე სპირიდონმა.
,,ეს უნივერსიტეტი აჭარის რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერაა, რომელსაც, ადგილობრივი მოსახლეობისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით,განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მთიანი აჭარის განვითარებაში.
მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობით, საგანმანათლებლო დაწესებულება არა მხოლოდ ცოდნის გავრცელებას, არამედ ეროვნული მნიშვნელობის საქმეს - პასუხისმგებლობიანი და მაღალი თვითშეგნების მქონე მოქალაქეების აღზრდას ემსახურება, რაც ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
უნივერსიტეტში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტებს  თანამედროვე, აკადემიურ საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობს, სადაც შესაძლებელია, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, პროფესიის დაუფლება და კვალიფიკაციის ამაღლება.
უნივერსიტეტი აჭარის რეგიონის ერთ-ერთი უმთავრესი საგანმანათლებლო კერაა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული და აკადემიური მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე