ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლამდელ განათლებაში მედიაწიგნიერების განვითარების მხარდასაჭერად ახალი გზამკვლევი შეიქმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ადრეული აღზრდისა და სკოლამდელი განათლების გზამკვლევის – „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. 
თამარ მახარაშვილმა სახელმძღვანელოს შემუშავებაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა და ადრეულ, სკოლამდელ და დაწყებით განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გზამკვლევი საბავშვო ბაღის აღმზრდელებს მედიაწიგნიერების, პროგრამირებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით კომპეტენციების განვითარების პრაქტიკულ ინსტრუმენტებს სთავაზობს. რესურსი, რომელიც ეტაპობრივად საქართველოს მასშტაბით მოქმედ საბავშვო ბაღებს გადაეცემათ, სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: მედიის გაგება და შეფასება, მედიის შექმნა და მედიაგარემოში ნავიგაცია.
გზამკვლევი ფინეთის ეროვნული აუდიოვიზუალური ინსტიტუტის (KAVI) მიერ არის შემუშავებული. ის ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა კომუნიკაციების კომისიის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე