ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაია კვიციანმა პროფესიული განათლების საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა პროფესიული განათლების მესამე საერთაშორისო კონფერენციის – ,,პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია გლობალურ ეპოქაში: ინოვაცია, უნარები და პარტნიორობა“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავს როგორც პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებას, ასევე თანამედროვე გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვას.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა პროფესიული განათლების ტრანსფორმაციის, ციფრული და მომავლის უნარების განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ამასთან, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და განათლებისა და შრომის ბაზრის ურთიერთკავშირის საკითხები განიხილეს.
კონფერენციის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე