ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე ქუთაისის #7 საჯარო სკოლის წარმომადგენლებს და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე
სახელმწიფო რწმუნებულთან  იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად, ქუთაისის #7 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარე ეტაპს. მინისტრმა საზოგადოებას დეტალურად გააცნო პროექტთან დაკავშირებული საკითხები.
 
აღინიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გამოიკვეთა დამატებითი საინჟინრო შესწავლის აუცილებლობა.
 
მინისტრმა სასკოლო საზოგადოების წევრების შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროექტთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება უსაფრთხოების სტანდარტებისა და ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე დაჩქარებულ ვადებში იქნება მიღებული.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სახელმწიფო რწმუნებულთან  იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად, ქუთაისის #7 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარე ეტაპს. მინისტრმა საზოგადოებას დეტალურად გააცნო პროექტთან დაკავშირებული საკითხები.
 
აღინიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გამოიკვეთა დამატებითი საინჟინრო შესწავლის აუცილებლობა.
 
მინისტრმა სასკოლო საზოგადოების წევრების შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროექტთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება უსაფრთხოების სტანდარტებისა და ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე დაჩქარებულ ვადებში იქნება მიღებული.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე