ბაია კვიციანი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის გახსნილ საზაფხულო სკოლებს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი თბილისის N200 და N203 საჯარო სკოლებს ეწვია, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლები ფუნქციონირებს.
ბაია კვიციანი პედაგოგებსა და პროგრამის სპეციალისტებს შეხვდა,  სასწავლო გარემო დაათვალიერა და მოსწავლეთა აქტივობებს გაეცნო.
საზაფხულო სკოლის მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, ინკლუზიური და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნა. სპეციალურად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემოქმედებით და განმავითარებელ აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების შენარჩუნებას, ასევე სოციალური, ემოციური, ფუნქციური და პიროვნული უნარების განვითარებას.
საზაფხულო პროგრამა 19 ივნისს დაიწყო და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ის საქართველოს მასშტაბით მოქმედ შვიდ რესურსსკოლაში ხორციელდება და მასში 256 მოსწავლეა ჩართული.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე