თამარ მახარაშვილი დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა.

თამარ მახარაშვილმა შეხვედრების მონაწილეებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაგეგმილი სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოები, ეროვნული სასწავლო გეგმა, განახლებული საგნობრივი სტანდარტები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მხარდაჭერის მექანიზმები.

შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიეღო.

შეხვედრებს ესწრებოდნენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონების საჯარო სკოლების დირექტორები და რესურსცენტრების ხელმძღვანელები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე