გივი მიქანაძემ და სლოვაკეთის განათლების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სლოვაკეთის განათლების, მეცნიერების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და სლოვაკეთის განათლების, მეცნიერების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტომაშ დრაკერმა.

მემორანდუმი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. პარტნიორობის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის კავშირების გაღრმავებას, ასევე ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას.

შეხვედრისას მინისტრებმა, მემორანდუმით გათვალისწინებული ინიციატივების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის კოორდინაციისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

გივი მიქანაძემ ტომაშ დრაკერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების, განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს განვითარების შესახებ.

ტომაშ დრაკერმა, თავის მხრივ, საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მზადყოფნა დაადასტურა.

გივი მიქანაძემ სლოვაკ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე