გივი მიქანაძე ანკარაში ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკური ანატოლიური ლიცეუმის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანკარაში ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკურ ანატოლიურ ლიცეუმს ესტუმრა.

გივი მიქანაძემ სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საგანმანათლებლო პროგრამებისა და ლიცეუმის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ლიცეუმის დირექტორისგან, ილქერ ერკმენისგან, მიიღო.

სასწავლებლის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ლიცეუმსა და საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ ლიცეუმი თურქეთის ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე პროფესიული სასწავლებელია, შესაბამისად, კოლეჯებში სასწავლო გარემოსა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კუთხით მისი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

ლიცეუმის მთავარი მიზანია კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება მწვანე ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ინდუსტრიის მიმართულებით. სასწავლებელში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა: განახლებად ენერგეტიკას (მზის, ქარისა და სხვა ენერგიის წყაროებს); ელექტრო და ელექტრონულ სისტემებს; ავტომატიზაციასა და რობოტიკას; ხელოვნურ ინტელექტსა და პროგრამირებას; ენერგოეფექტურობასა და ეკოლოგიურად მდგრად ტექნოლოგიებს.

ლიცეუმი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებითა და პრაქტიკული სწავლების სივრცეებით, სადაც მოსწავლეები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებასაც იღებენ. სასწავლებელი თანამშრომლობს როგორც თურქეთის ინდუსტრიულ კომპანიებთან, ისე უნივერსიტეტებთან, რაც მოსწავლეებს სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს აძლევს.

მინისტრთან ერთად ლიცეუმში იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე