გივი მიქანაძემ თურქ კოლეგასთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრმა იუსუფ თექინმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მრავალწლიან, მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

გივი მიქანაძემ თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, თურქეთის რესპუბლიკის ხელშეწყობით, საქართველოში არაერთი საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება.

აღინიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაფართოება გამორჩეული პრიორიტეტია. ამ მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომლის წევრებიც უახლოეს მომავალში დაიწყებენ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე.

თავის მხრივ, უსუფ თექინმა ქართულ მხარესთან პარტნიორობის გაძლიერებისა და საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერის მზაობა გამოხატა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების შემუშავებისა და ხელმოწერის საკითხები განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს დოკუმენტის დროულად გაფორმების მნიშვნელობას, რაც განათლების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

მინისტრების შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, ასევე ორი სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლები

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე