ზვიად გაბისონიამ თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს ვიცე- პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ანკარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) ვიცე-პრეზიდენტ დოქტორ ნაჯი გუნდოღანს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის უმაღლესი განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაფართოებასა და აკადემიური პერსონალის და სტუდენტების მობილობის ხელშეწყობაზე.

საუბარი ასევე შეეხო უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და უნივერსიტეტებში ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვის კუთხით ორ ქვეყანას შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

ნაჯი გუნდოღანმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოხატა მზადყოფნა, თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭომ ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის აკადემიური და სამეცნიერო კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას.

დასასრულს მხარეებმა აქტიური პარტნიორობის განვითარების მიზნით მუშაობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურეს.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე