გივი მიქანაძემ და ანკარის უნივერსიტეტის რექტორმა საქართველოს უნივერსიტებთან პარტნიორობის გაძლიერების პერსპერქტივები განიხილეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანკარის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნეჯდეთ უნუვარმა უმასპინძლა.

გივი მიქანაძე ანკარის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, სასწავლო ინფრასტრუქტურას გაეცნო და ანკარის უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. 

შეხვედრისას მინისტრმა და რექტორმა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ანკარის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განვითარებას, აკადემიური თანამშრომლობის გაფართოებასა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას.

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა გააცნო და აღნიშნა, რომ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა, რაც უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებასა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომების ურთიერთაღიარების საკითხზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭო (YÖK) ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებენ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთობლივი პროექტების, მათ შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამების, განხორციელების მზაობა გამოთქვეს. 

მინისტრთან ერთად ანკარის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე