ბაია კვიციანი სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და სარკინიგზო პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფას, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და საქართველოსა და ჩინეთს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებას.

ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯთან მჭიდრო თანამშრომლობით ხელი შეუწყონ „ჩინეთ–საქართველოს სარკინიგზო პროფესიული განათლებისა და მომზადების ცენტრის“ დაფუძნებას.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს პროფესიული განათლების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, სასწავლო რესურსების სრულყოფაზე, პროფესიული სტანდარტების განვითარებასა და პედაგოგების და სტუდენტების პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე.

შეხვედრას სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დირექტორი მანანა მოისწრაფიშვილი, საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე