გივი მიქანაძემ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და ცუკუბას უნივერსიტეტის პრეზიდენტს უმასპინძლა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკისა და ცუკუბას უნივერსიტეტის პრეზიდენტს, კიოსუკე ნაგატა შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის გაფართოებაზე, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობაზე.

მინისტრმა სტუმრებს განათლების სისტემაში მიმდინარე მასშტაბური რეფორმებისა და განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იაპონიის წამყვან კვლევით ცენტრებთან (KEK და J-PARC) თანამშრომლობაზე, რაც მხარეების თქმით, სამეცნიერო პარტნიორობის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს.

გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა იაპონიასთან მრავალწლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის მნიშვნელობას. როგორც მან განაცხადა, სიმბოლურია, რომ შეხვედრა სწორედ საქართველო-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავის აღნიშვნის დღეს დაემთხვა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ცუკუბას უნივერსიტეტთან თანამშრომლობა სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების საერთაშორისო ინტეგრაციის კიდევ უფრო გაძლიერებას.

თავის მხრივ, იაპონურმა მხარემ მადლობა გადაუხადა მინისტრს სტუმრობისთვის. ცუკუბას უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კიოსუკე ნაგატამ კი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრის დასასრულს მხარეები, სამომავლო პარტნიორობის გაფართოების მიზნით, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე