ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. მსურველებს რეგისტრაციის გავლა 2026 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ იმ პირებს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ, სრული ზოგადი განათლება მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რომელთა სრული ზოგადი განათლება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით არის აღიარებული.

პროგრამა ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს, აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დაეუფლონ ქართულ ენას ან გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა. ამასთან, ისინი ქართულ ენაზე შეისწავლიან მათთვის სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის საჭირო დარგობრივ საგნებს, რაც მათ უმაღლეს განათლებაში ინტეგრაციასა და შემდგომ აკადემიურ წარმატებას შეუწყობს ხელს.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები უზრუნველყოფილი იქნებიან სწავლის სრული დაფინანსებით, ყოველთვიური სტიპენდიითა და საცხოვრებლით.

მსურველთა განაცხადები მატერიალური ფორმით მიიღება გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში (მისამართები: ქ. გორი, ფერაძის ქ. №5; ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის ჩიხი №1). 

ელექტრონული ფორმით განცხადებების მიღება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე