გივი მიქანაძე საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა ყოველდღიური შრომისთვის და სკოლებში სასწავლო გარემოს გაუმჯობესების კუთხით საგანმანათლებლო რესურსცენტრების გამორჩეულ როლზე გაამახვილა ყურადღება. 

გივი მიქანაძემ განათლების სისტემაში მიმდინარე მასშტაბური რეფორმების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ზოგადი განათლების რეფორმის მთავარი მიზანია ისეთი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც თითოეულ მოსწავლეს ხარისხიანი განათლების მიღებისა და თანამედროვე სამყაროში საჭირო უნარების განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

საუბარი შეეხო სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ეროვნული სასწავლო გეგმის განახლებას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, ინკლუზიური განათლების გაძლიერებას, ხარისხიანი სახელმძღვანელოებისა და ციფრული საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სასკოლო ფორმებსა და ახალ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული საკითხები.  

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაიმართა. რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა მინისტრთან ერთად განიხილეს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები, სამომავლო გეგმები, ასევე იმსჯელეს რეგიონებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

რესურსცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრა მსოფლიო ბანკის I2Q პროექტის ხელშეწყობით გაიმართა. აღინიშნა, რომ სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის ჩამოყალიბებული პარტნიორობა სამინისტროს სტრატეგიულ მიზნების განხორციელებას და ქვეყნის მასშტაბით განათლების სისტემაში მიმდინარე ფუნდამენტური რეფორმების ეფექტიან განხორციელებას უწყობს ხელს.

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე