გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდულ დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელ ალექსანდრე ქაჯაიასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდულ დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და კავშირების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებმა, მათთვის საინტერესო საკითხებზე, ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. 

სამინისტროს მხარდაჭერით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდული დელეგაცია საქართველოში 9-15 აგვისტოს ჩათვლით იმყოფება და მას ახალგაზრდობის სააგენტო მასპინძლობს. 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების, მუზეუმებისა და საგანმანათლებლო სივრცეების დათვალიერება, ასევე სტუმრებისთვის ქართულ ტრადიციებთან დაკავშირებული აქტივობებისა და მასტერკლასების გამართვა.

ახალგაზრდული დელეგაციის ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცება და ახალგაზრდულ სფეროში გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე