პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის პროფესიულ კოლეჯ „იბერიაში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა.

მონაწილეებმა პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეები და კოლეჯებში, სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, განსახორციელებელი ინიციატივები განიხილეს.

“კოლეჯების დირექტორებთან განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რომლებიც უკავშირდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას და მათ მზაობას შემდგომი სასწავლო წლის დაწყებისთვის. 

დირექტორებს მივაწოდეთ ინფორმაცია პროფესიული განათლების რეფორმის ძირითად მიმართულებებზე - უახლოეს მომავალში ჩვენ მათ წარვუდგენთ ხედვის კონცეფციის პირველად,  სამუშაო დოკუმენტს და მოვისმენთ უკუკავშირს კოლეჯების წარმომადგენლებისგან”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

სხდომაზე საუბარი შეეხო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ

გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფის საკითხებს.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ.

საბჭოს სხდომას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სამინისტროს წარმომადგენლები და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების

ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომები მინისტრის, გივი მიქანაძის ინიციატივით რეგულარულად იმართება. საბჭოს ფორმატი პროფესიული განათლების სისტემაში არსებული საკითხების განხილვას და არსებულ გამოწვევებზე ერთობლივ მსჯელობას ემსახურება.

საბჭოს დასრულების შემდეგ გივი მიქანაძემ კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და კოლეჯის დამატებითი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. შენობა აღიჭურვება თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურითა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.  ადგილზე შესაძლებელი იქნება როგორც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ისე მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე