გივი მიქანაძემ საფრანგეთის სამაგისტრო პროგრამების სტიპენდიატებს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence 2026-2027“ პროგრამის გამარჯვებულებს შეხვდა.

მინისტრმა ახალგაზრდებს სტიპენდიის მიღება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გივი მიქანაძემ საფრანგეთის მხარესთან ერთობლივად ადმინისტრირებული სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და საფრანგეთს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა.

პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence“ 2016 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება. 2026 წლიდან პროგრამას საქართველოს მხრიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო საფრანგეთის მხრიდან – საფრანგეთის საელჩო ახორციელებს.

პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობა, ასევე ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება.

2016 წლიდან 2026 წლის ჩათვლით, „France Excellence“-ის პროგრამის ფარგლებში 103 სტიპენდიატი დაფინანსდა. მათ შესაძლებლობა მიეცათ, სწავლა საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო საფეხურზე ისეთ მიმართულებებზე გაეგრძელებინათ, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოფლის მეურნეობა, ინჟინერია, მათემატიკა, სტატისტიკა და მენეჯმენტი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე