გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ვაკე-საბურთალოს, ჩუღურეთისა და ძველი თბილისის რაიონების საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. 

რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდება თბილისის ვლადიმერ კომაროვის სახელობის №199 საჯარო სკოლის, თბილისის №161 საჯარო სკოლისა და თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის ეზოები და სასწავლო სივრცეები. პარალელურად მიმდინარეობს თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობის გადახურვის, საკლასო ოთახებისა და სველი წერტილების განახლების სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე ჩატარდა თბილისის №31 საჯარო სკოლაში. 

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და ხარისხიანი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო, სრული რეაბილიტაციისა და სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

მინისტრთან და ვიცე-მერთან ერთად სკოლაში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე, დედაქალაქის შესაბამისი რაიონების გამგებლები.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე