პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი

მშობლებს საქართველოს ყველა რეგიონში ექნებათ საშუალება, შეიძინონ სასკოლო ფორმა რეალიზაციის პუნქტებში ან ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე:
პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს:
სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას;
რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას.
15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.


