გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებთან შეხვედრები გამართა. 

შეხვედრაზე კოლეჯის დირექტორმა, თემურ ასათიანმა, მინისტრს დაწესებულებების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და არსებული საჭიროებები გააცნო.  

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, პროფესიული განათლების განვითარება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და სამინისტრო მომავალშიც კოლეჯების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას განახორციელებს. 

შეხვედრის ფარგლებში კოლეჯის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხები და დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები. 

აღნიშნულ ფილიალებში ხორციელდება პროფესიული პროგრამები ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და ირიცხება 60-ზე მეტი პროფესიული სტუდენტი. 

კოლეჯში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური, ყაზბეგის მერი კობა გელაძე, ყაზბეგის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ზილინაშვილი, თიანეთის მერი ლევან წიკლაური და თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე