გივი მიქანაძე ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. 

მხარეებმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს. 

გივი მიქანაძის თქმით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებსა და ლანჯოუს უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის გაფართოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით, ასევე სტუდენტებისთვის აკადემიური გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფის მიმართულებით.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ჩინური ენის, როგორც მეორე უცხოური ენის სწავლების განვითარებაზე. აღინიშნა, რომ 2025-2026 სასწავლო წლიდან ჩინური ენა, როგორც მეორე უცხოური ენა, ოფიციალურად დაინერგა თბილისის 9 საჯარო სკოლაში. 

შეხვედრის დასასრულს მხარეები, სამომავლო პარტნიორობის გაფართოების მიზნით, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე