გივი მიქანაძემ თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ გურბანგელდიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ცერემონიაში, სადაც უახლეს სასწავლო ინფრასტრუქტურასა და საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თურქმენეთის პრეზიდენტმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა, რომელმაც უმაღლესი განათლებისა და უნივერსიტეტების განვითარების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ცერემონიის დასრულების შემდეგ გივი მიქანაძეს კოლეგა მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები, მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტებისა და თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის პარტნიორობის საკითხები განიხილეს.

მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოს ელჩი თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე