გივი მიქანაძემ ბრატისლავაში PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაზე საქართველოს პროგრესსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაში, რომელიც ბრატისლავაში გაიმართა.

მინისტრმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და PISA-ს უახლესი კვლევის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

,,მინდა, მივულოცო სრულიად საზოგადოებას და აკადემიურ წრეებს საქართველოს მიღწევები - ჩვენმა ქვეყანამ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები და მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიაღწია საუკეთესო შედეგს, რითაც კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.

საერთაშორისო დონეზე ასეთი მიღწევები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, თუმცა ჩვენი ქვეყნის შედეგები ჯერ კიდევ ჩამოუვარდება საერთაშორისო საშუალოს. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას განათლების ხარისხისა და სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით. PISA-ს კვლევის შედეგებს ვიყენებთ, როგორც ეფექტიან საშუალებას, რათა უკეთ დავგეგმოთ საგანმანათლებლო პოლიტიკა და კიდევ უფრო ზუსტად განვსაზღვროთ პრიორიტეტები, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოში, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, სკოლის მოსწავლეთა მიღწევებზე ნაკლები გავლენა აქვს სოციალურ სტატუსს და მასთან დაკავშირებულ ფაქტორებს. თანასწორობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა ჩვენთვის კვლავ მთავარ საზრუნავად რჩება და ამ მიმართულებით გვაქვს გამოწვევები. სწორედ ამ მიზნით, ვახორციელებთ ზოგადი განათლების ფუნდამენტურ რეფორმას და, დარწმუნებული ვარ, განხორციელებული ინიციატივების შედეგად, მომავალში მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება განათლების ხარისხის თვალსაზრისით.

PISA-სთან გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა – ამის დასტურია ის, რომ მომავალ წელს სწორედ საქართველო უმასპინძლებს პროფესიული დიალოგისთვის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას. კერძოდ, 2027 წელს ბათუმში, გაიმართება PISA-ს მმართველი საბჭოს შეკრება. ასეთი მასშტაბური და გამორჩეული შეხვედრის მასპინძლობა მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა საქართველოს განათლების სისტემისთვის, სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვისა და აკადემიური სფეროსთვის. უნდა აღინიშნოს, რომ PISA-ს ფორმატში მსგავსი მაღალი რანგის ღონისძიების ჩატარება საქართველოში პირველად ხდება, რაც საქართველოსთან გამორჩეული თანამშრომლობის დასტურიცაა”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

PISA-ს 2025 წლის კვლევის შედეგების პრეზენტაციაში ცენტრალური, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის, ასევე აზიის 31 ქვეყნის განათლების მინისტრები მონაწილეობდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე